06:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 14:04:49, 528 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჰერჩინსკიმ მიზანმიმართულად გააკეთა აქცენტი, რისთვისაც შავ სიაში შეიყვანა მილიონობით რუბლით დაფინანსებულმა ხოშტარიამ, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი

ალბათ, იხუმრაო ჰერჩინსკიმო, როცა ევროპაზე, ევროინტეგრაციაზე და საქართველოზე ლაპარაკობდა ევროინტეგრაციის პროცესში, ეს ხომ სიგიჟეა. როცა აღარ იცი რა უნდა თქვა, მაშინ გააკეთებ ასეთ სულელურ შეფასებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა,  მამუკა მდინარაძემ "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარზე განაცხადა.

„ბატონმა ჰერჩინსკიმ, და მადლობა მას ამისთვის, კონკრეტულად იმ თემაზე და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად გააკეთა აქცენტი, რისთვისაც ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლით დაფინანსებულმა ლიაკა ხოშტარიამ, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი. პარლამენტის დეპუტატებმა, და დადასტურებულად ეს უკვე არის ევროკავშირის ელჩისგან, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად დააინიცირეს კანონი და გაიტანეს ბოლომდე, ამისთვის ბოლშევიკურ შავ სიაში შეიყვანეს რუსეთიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა ეს დეპუტატები. პირდაპირ გეტყვით, დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამ სიაში ხარ, ესე იგი, გარანტირებულად ემსახურები შენს ქვეყანას და შენს ხალხს და ხვდები ფაშისტური იდეოლოგიის, ბოლშევიკების მიერ შედგენილ შავ სიაში, რომელიც გვაგონებს 1937 წლის სიას, 2012 წლის “ნაცების“ მიერ შედგენილ შავ სიას და ასე შემდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics