06:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 13:33:35, 519 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი - ნამდვილად ვაფასებ საქართველოს პრემიერის და მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის

მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები „აბრეშუმის გზის ფორუმზე", რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად,- ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

რობინ დანიგანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობს, ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან - ისინი ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან - მათ შორის, როგორც აშშ-ს ბიზნეს-სექტორიდან, ისე USAID-დან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან. 

„ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის,  გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა" დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics