07:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 13:09:43, 599 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება EU-ის მოთხოვნა იყო - ჰერჩინსკის განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას

ელჩმა დაადასტურა ის რომ, პირველი: ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე: ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული ევროკომისიასთან,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის თითოეული დეტალი შეთანხმებული იყო ევროკომისიის სტრუქტურებთან, მაგრამ "ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ელჩის მიერ „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობის დადებითად შეფასებამ, მათ ცივი წყალი გადაასხა".

„ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან იმისთვის, რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი.

ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისეთ დროს, როცა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება, ევროკავშირის ელჩის მხრიდან არის აბსოლუტურად გაუმართლებელი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics