07:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 19:07:14, 607 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ მელინე არაკელიანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics