|
2023-10-25 17:39:12, 584 ნახვა
საზოგადოება
ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში, ტყვიის წინააღმდეგ ბრძოლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო რუმს ბათუმში, ტყვიის წინააღმდეგ ბრძოლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში, იესპერ მოლერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ეკატერინე ადამია, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები, პედიატრები და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,საკითხი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონისთვის, რადგან ჩატარებული კვლევების შედეგად აჭარაში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შემდეგ, საქართველოში დაიწყო ტყვიის კვლევის სახელმწიფო პროგრამა 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, პარალელურად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო მოსაზღვრე ასაკობრივი ჯგუფების სკრინინგი, ასევე ორსული და მეძუძური ქალების კვლევა. მიმდინარე წელს კი დაემატა ოჯახური გარემოს შესწავლა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპოზიციის წყაროს დადგენის თვალსაზრისით და პრევენციის შემდგომი ეტაპის განსაზღვრისათვის. სამინისტრო ამჟამად იმყოფება მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და გვაქვს შესაძლებლობა, გავითვალისწინოთ საკითხის ირგვლივ ექსპერტების მოსაზრებები“, - აღნიშნა სიტყვით მისალმებისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. დამატებით აჭარასა და იმერეთში ხორციელდება ტყვიის ზედამხედველობის სისტემის დანერგვის პილოტური პროექტი, აჭარაში კვლევის პროცესში ჩართულია 16 ეპიდემიოლოგი და 12 სამედიცინო დაწესებულება. პროექტის ფარგლებში კვლევა ხორციელდება კაპილარული სისხლის მეშვეობით. "აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა და მოადგილემ წარმოადგინეს ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე ტყვიის ზედამხედველობის პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს NCDC შინამეურნეობების კვლევის მიმდინარეობა, ნორვეგიის უნივერსიტეტის მონაწილეობით აჭარაში ჩატარებული კვლევის შედეგები", - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)