07:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 15:21:28, 574 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ვთხოვ, ჩემს კაბინეტთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე

ვთხოვ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ჩემს კაბინეტთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე, მათთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურებიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვედრას უთანხხმებდნენ, თუმცა შეხვედრის დანიშვნვის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლიდნენ.

„ერთი კვირის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვედრას მითანხმებდნენ, მათ ყოველდღე შეხვედრას ვუნიშნავდი და შემდეგ გადაიფიქრებდნენ, შეხვედრაზე არ მოდიოდნენ. მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და რა თქმა უნდა, დავუდასტურე.

რამეს თქმა თუ უნდოდათ, მობრძანდნენ და მითხრან. მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, რასაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან, როცა იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. საქართველოს ყოფილი მოქალაქე ქვეყანაში შემოიპარა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. ხალხი, რომელიც ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, მათ ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნან? პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე - იმ ხალხთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურებიან. კართან დგომა საჭირო არ არის, შემოვიდნენ და დავილაპარაკებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics