07:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 14:03:20, 636 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - შეგვიძლია დავასახელოთ, ვინ იხვეწება, რომ სტატუსი არ მოგვცენ - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია

კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ, განსაკუთრებით  ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას - "სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ნაცმოძრაობა“, "ლელო" და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს პოლიტიკური ბინა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

მდინარაძის თქმით, "იქნებ, სამნიძემ და დეკანოიძემ ინამუსონ და ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული". 

"ეს არის ის, რასაც ვლაპარაკობთ უკვე წელზე მეტია და გვეკამათებიან, როგორ გავბედეთ და ვიკადრეთ იმის თქმა და ფიქრი, რომ "ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერი პირდაპირ ეხვეწება საელჩოების, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ "ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ქვეყანამ, ან თუ მიიღებს, ეს მოხდეს არჩევნების შემდეგ, გადავადდეს ეს თემა. ამ მავნებლობით არიან დაკავებული და უკვე გასკდა ეს ამბავი იმ ადამიანების შიგნით, ვინც ამით იყვნენ დაკავებული. 

ჩვენ რომ ამაზე ვლაპარაკობდით, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, შეგვიძლია ახლა დავაზუსტოთ, თუ გნებავთ, კითხეთ და ასეა. კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ, განსაკუთრებით ვის აქვს სიმწვავე ამ განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას. "სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ნაცმოძრაობა“, "ლელო“ და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს თავისი პოლიტიკური ბინა. ეს სამი სუბიექტია, დავაზუსტე დეკანოიძის და სამნიძის ინფორმაცია, ახლა თუ გნებავთ კითხეთ, გაუჭირდებათ თუ არა ამის აღიარება კონკრეტიკის დონეზე არ  ვიცი, მაგრამ იქნებ, ისიც ინამუსონ, რომ ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული. ისე, არავინ ჩამოუვარდება ერთმანეთს, მაგრამ უფრო მეტად ვინ არის გამორჩეული ასეთი ხვეწნა-მუდარით  ევროპული პარტნიორების მიმართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics