|
2023-10-24 12:30:14, 916 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს - ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ
ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას განაცხადა. მაკრონის თქმით, საფრანგეთისა და ისრაელის პირველი მიზანი ყველა მძევლის გათავისუფლება უნდა იყოს. "რაც მოხდა, არასოდეს დავივიწყებთ და ჩვენ ვიქნებით აქ დღეს, ხვალ და ზეგ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ეს ხალხი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ. მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ მარტო არ დარჩებით ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, რადგან მე ვლაპარაკობ იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მოვალეობა, ვიბრძოლოთ ამ ტერორიზმის წინააღმდეგ, ყოველგვარი დაბნეულობისა და კონფლიქტის გაფართოების გარეშე",- განაცხადა მაკრონმა. ამასთან, როგორც ისააკ ჰერცოგმა შეხვედრაზე განაცხადა, ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა ისრაელი მზადაა, სრულად გაანადგუროს მტერი. "სიტუაცია უკიდურესად რთული და მყიფეა. ჩვენ მზად ვართ, გავანადგუროთ ჩვენი მტრები. თუ "ჰეზბოლა" ომში ჩაგვითრევს, ცხადი უნდა იყოს, რომ ლიბანი ამის საფასურს გადაიხდის. ის არ შეიძლება იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის სუვერენული წევრი", - განაცხადა ჰერცოგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)