11:02 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 11:48:36, 662 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიამ პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ყაზახეთში, პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რეგიონში, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, თამარ გაბუნია, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც 2018 წლიდან დღემდე, ევროპის ქვეყნებში, პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ, საქართველოში, ამ კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. მათ შორის, აქცენტი გააკეთა სტანდარტიზებულ ელექტრონულ საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონულ სისტემებზე, ტელემედიცინაზე, ელექტრონული რეფერალის პლატფორმაზე.

თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სხვადასხვა სოფლის ამბულატორიებში მოქმედებს. პანელურ დისკუსიაზე, მინისტრის მოადგილემ, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.

პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, ევროპის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები და მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics