16:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 17:52:02, 855 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - თუ ღაზადან ტერორიზმი გაგრძელდება, ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ ავიცილებთ

ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზადან ტერორიზმი გაგრძელდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლიათ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს".

"ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზადან ტერორიზმი გაგრძელდება. ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის. ჩვენ გვჭირდება გზა ხვალინდელი დღისთვის, ეს ნიშნავს, რომ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება, ღაზაში მშვიდობა და უსაფრთხოება დადგეს. ევროკავშირისა და გერმანიისთვის ცხადია, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს შეუძლიათ, იცხოვრონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, ტერორიზმისგან და ადამიანური ტრაგედიისგან თავისუფლად, მხოლოდ ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics