|
2023-10-23 17:32:50, 807 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი ირანში ჩავიდა [ვიდეო]
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირანში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. TASS-ის ცნობით, სერგეი ლავროვი სამხრეთ კავკასიის შესახებ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ბოლო მოვლენებსა და უსაფრთხოების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, "საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა". შეგახსენებთ, რომ „3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)