16:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 17:25:35, 752 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელში ჩავიდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ისრაელში ჩავიდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიცოტაკისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა უკვე გამართა.

"იმოქმედეთ "ჰამასის" წინააღმდეგ, ოღონდ ზედმეტი ჰუმანიტარული საფასურის გარეშე",- უთხრა საბერძნეთის პრემიერმა ნეთანიაჰუს.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 23 ოქტომბერს ისრაელში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩადის, ხვალ, 24 ოქტომბერს კი, ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეწვევა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს დღემდე ბომბავს, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა.

12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, ხოლო 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. 

13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა.

17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო 19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ეწვივნენ. ქვეყანაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics