|
2023-10-23 15:48:16, 679 ნახვა
საზოგადოება
აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენები. „სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დასრულდება დათქმულ ვადაში დასრულდება. ერთი მხარე, რომელიც ჩაკეტილი იყო, უკვე გახნილია, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია, ასფალტის ქვედა ფენები მოწესრიგებულია და გადაადგილება შესაძლებელია. გადაკეტილი გვაქვს გზის მეორე ნაწილი, სადაც იგივე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აქ გაცილებით ნაკლებია გასაკეთებელი, ვინაიდან ძირითადი ქსელი მეორე მხარეს იყო განთავსებული. იმ მხარეს, რომელიც დღეს გვაქვს ჩაკეტილი, ძირითადად დაერთებები მოგვიწევთ, ასევე, წყლისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება. რაც შეეხება ე.წ. დიდუბის ხიდს, ოქტომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ იქ მოძრაობაც გავხსენით. პარალელურად, წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება, დაწყებული გაქვს გამწვანების სამუშაოებიც და იანვარში სრულად იქნება დასრულებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად გაეცნო დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი. ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. გამზირის იმ მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, ძველი სავალი ნაწილის მოფრეზვისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება.
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)