07:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 15:09:55, 663 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვას, რას ფიქრობს მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსი იქნება არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ქართველ ხალხის უმრავლესობის ნებას 2012 წლიდან  სწორედ  „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. 

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. თუ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნუ ამაზე გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებებით საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს... 

„ნაციონალური მოძრაობა" ჩარჩენილია იმ წარსულსა  და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც და რა დამოკიდებულებით მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს და ვერ  გააკეთეს სწორი ანალიზი, თუ რატომ გაუშვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. შესაბამისად, იმ განცხადებებზე, რომ ხალხი იმსახურებს, ხელისუფლება არ იმსახურებს, ამაზე გეტყვით, რომ დღეს ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით უკვე 2012 წლიდან მოყოლებული იმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ იმ დამოკიდებულებით, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურ ნაცებს, ხალხის მიმართ, იმავეს აგრძელებენ დღესაც. ეს არის ძალიან საშიში ძალა, რომელიც მზად არის, სხვა  ქვეყნის ინტერესების გამო გაწირონ საკუთარი ქვეყანა, ხალხი. შესაბამისად, ისინი იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მურმან დუმბაძის განცხადებასაც გამოეხმაურა:

"დუმბაძისა და ცალკეული ადამიანების განცხადებების შეფასებას არ გავაკეთებ, ის ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება“,- თქვა მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics