07:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 13:07:22, 1002 ნახვა

პოლიტიკა
თბილისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან

თბილისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი ეწვევიან და "აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ფორუმის ღონისძიებების ვებსაიტზეა ნათქვამი.

როგორც ვებსაიტზეა აღნიშნული, ფორუმი 26-27 ოქტომბერს ჩატარდება, მთავარი თემა კი, ელექტრონული კომერციის და ციფრული კავშირების გაღრმავება, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა იქნება. 

აღსანიშნავია ასევე, რომ "აბრეშუმის გზის ფორუმს" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.

გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაკკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics