|
2023-10-23 11:39:30, 1187 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - გერმანიიდან ხალხი უფრო ხშირად და უფრო ჩქარა უნდა დავადეპორტოთ
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გერმანიიდან დეპორტაცია უფრო ხშირი და სწრაფი ტემპით უნდა განხორციელდეს. როგორც კანცლერმა Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ახდენენ. "საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, მათ მთელ ევროპაში გადაანაწილებენ. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს... ერთი მხრივ, ხდება მუშების ემიგრაცია, რაც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინ პოლიტიკური დევნის სამიზნეები არიან და თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ყველას, ვინც ამ ჯგუფებს არ ეკუთვნის, დარჩენა არ შეუძლიათ. ამიტომ, ვზღუდავთ გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას... პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის აპლიკაციები და ინტერვიუები საწყისი მიღების დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ შტატში, დეპორტაციის საქმეების გადაწყვეტილებებს 4 თვის შემდეგ იღებენ, ზოგში კი, 39 თვეა საჭირო. ხალხის დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო ჩქარა უნდა მოვახდინოთ",- ამბობს შოლცი. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანხმად, მე-3 კვარტალში, რეადმისიის ფარგლებში, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე სწორედ გერმანიიდან დააბრუნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)