08:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 17:04:36, 650 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, აღკეთოს საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს ემუქრებოდეს

უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა  საკითხის გამო,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, გამოძიებას უამრავი მასალა ჰქონდა მოპოვებული და სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული.

„სუს-ის ხელმძღვანელმა კარგად ახსნა  დეპუტატებისთვის ეს ვითარება, რომ გამოძიება იწყება ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიებას ჰქონდა უამრავი მასალა ამასთან დაკავშირებით მოპოვებული, შესაბამისი გამოკითხვებიც ჩატარდა, საზოგადოებაც იქნა იმ დროს ინფორმირებული, როცა გამოძიებამ ეს  საჭიროდ ჩათვალა და ესეც ყველაფერი კანონის ფარგლებშია. გამომდინარე აქედან,  სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული.  უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა  საკითხის გამო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics