08:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 21:42:12, 555 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით - ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია - ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარკვეულ ძალებს აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. 

„ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია. ჩვენ ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს გადატრიალებასთან და რევოლუციასთან დაკავშირებით,  ასევე, მოვისმინეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ ტრენინგი მიმდინარეობდა, როგორ უნდა მოეწყოს რევოლუცია, მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და ა.შ. ეს ერთი პატარა მაგალითია იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ბნელი ძალები მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, დაამხონ ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით. ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყონ არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics