08:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 21:31:08, 661 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

კალაძის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებული ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

„სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს. უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics