|
2023-10-20 18:27:25, 881 ნახვა
რეგიონი
ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია გაიმართა
ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის #ვარდისფერიოქტომბერის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია თემაზე - ,,დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობა და სახელმწიფო სკრინინგ პროგრამები” გაიმართა, რომელსაც ოჯახის ექიმები, ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კონფერენცია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გახსნა და აჭარაში სკრინინგის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. ,,იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არსებობს დაავადებების ადრეული გამოვლენის სკრინინგ პროგრამები, ჩვენი ვალდებულებაა მოსახლეობამდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ ინფორმაცია სკრინინგის მნიშვნელობის და მკურნალობის ხელშეწყობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში ჩვენ მთელი თვის განმავლობაში აქტიურად ვატარებდით კვლევებს, ასევე მუნიციპალიტეტებიდან ორგანიზებულად მოხდა ქალების ტრანსპორტირება და დიაგნოსტირება. რა თქმა უნდა ეს არ გახლავთ მხოლოდ ოქტომბრის თვის აქტივობა, როგორც იცით სახელმწიფო პროგრამა მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, გამოიყენოს შესაძლებლობა და ისარგებლოს უფასო კვლევებით”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. კონფერენციას ასევე ესწრებოდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პარტია “ქართული ოცნების” აჭარის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სარძევე ჯირკვლის დაავადებების გამომწვევი მიზეზები, რისკ ფაქტორები, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ა.შ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)