08:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 15:12:13, 649 ნახვა

პოლიტიკა
დანილოვი - მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმით დაიწყო

მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, საქართველოს შემდეგ რუსეთმა ომი 2014 წელს უკრაინაში წამოიწყო და აქტიურ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გახსნა.

"მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. მერე იყო 2014 წლის თებერვალი. უბრალოდ, ეს [ომი] იყო "გაციებულ" მდგომარეობაში და ახლა ის აქტიურ ფაზაში შევიდა. ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგია.

უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაკვირდებით. სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა... და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ საკითხისთვის ბოლოს მოღება, რათა ღმერთმა არ ქნას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს", - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებენ რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას, მაშინ ტერიტორიების გათავისუფლება გაცილებით სწრაფად მოხდება.

"ეს არის მათი მთავრობების გადაწყვეტილება, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს",- დასძინა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics