|
2023-10-20 11:56:43, 543 ნახვა
საზოგადოება
2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში ვიზიტორებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში (ახალ გუდაურში), დამსვენებლებს ორ ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საბაგიროები 6 ადგილიანი იქნება, ღია სავარძლის ტიპის ე.წ „ბაბლი“, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა - 1800-2400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ შვეიცარული კომპანია, „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს. „ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ახალ გუდაურში, სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია „ეკოზაინის“ მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, არსებული 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის შექმნის სრულაიდ ახალ სასრიალო სივრცეს“, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ. სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ წარმატებით უმასპინძლა „ბაკურიანი 2023-ს“ და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში შეიტანა წამყვან ქვეყნებს შორის და ახლა უკვე პირველად, გუდაურში ჩატარდება საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ ქროსში. აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)