08:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 14:49:55, 746 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“ - მე ვამბობ, რომ თქვენი ლიდერები არიან „კოჭლი ინდაურის წიპიები“ - ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა?

ითქვა, რომ პრეზიდენტი არის „კოჭლი იხვი“ - მე რომ გითხრათ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, „კოჭლი ინდაურის წიპიაა“, ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა? - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

გოცირიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.

"ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართლიანობის პრინციპი, არ არსებობს სასამართლო. დღეს არსებული ნორმის მიხედვითაც კი. უამრავი დეპუტატი უნდა იყოს სხვადასხვა ფორმით დასჯილი, ზოგიერთი ხულიგნობისთვისაც. აქ რომ იგინებიან და ქვებს ისვრიან, დეპუტატებს რომ თავს ესხმოდით ტურებივით, 20 კაცი რომ ერთ ადამიანს დაესხით თავს, გუბაზ სანიკიძეს, ვინმე დაისაჯა?

სიტყვისთვის კი არა, ფიზიკური ზემოქმედების გამოც არავინ ისჯება. ამაშია მთელი უბედურება. ერთ შემთხვევაში, სიტყვა, თუ ამას კრიტიკული ტელევიზია ამბობს, შეიძლება უხამსობად ჩაითვალოს, ხოლო თუ პროპაგანდისტული სამთავრობო არხები ამბობენ, შეიძლება პოლიტიკურ ტერმინად ჩათვალოთ.

ითქვა, რომ პრეზიდენტი არის „კოჭლი იხვი“. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, "კოჭლი ინდაურის წიპიაა", ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა? იტყვით, რომ ეს პოლიტიკური ტერმინია და ამერიკაში ასე გამოიყენება. ამერიკაში ვიღაცამ ასე თქვა, მე კი ახლა ვამბობ, რომ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან "კოჭლი ინდაურის წიპიები". თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ მარეგულირებელში და დააჯარიმებთ, ხოლო თქვენი ნათქვამი პოლიტიკურ ტერმინად იქნება გასაღებული. როდესაც ერთი და იმავე საზომით განსჯა არ არსებობს, ასეთ სახელმწიფოში ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის, რეპრესიების და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი ხდება, ამიტომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას",- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს.

ცლილებების თანახმად, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორებით დარღვევის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა, არანაკლებ 2 500 ლარისა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვასაც ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics