|
2023-10-19 14:46:33, 718 ნახვა
მსოფლიო
IDF - ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი
ღაზას სექტორში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი. The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ბრიფინგზე განაცხადა. ჰაგარის თქმით, მძევლების ოჯახები აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული არიან. როგორც პრესსპიკერი ამბობს, "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების რიცხვი საბოლოო არ არის. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. ქვეყანამ განაცხადა, რომ მზადდებოდა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, აღნიშნულის ფონზე კი, ისრაელმა მოუწოდა გაეროს, ვიდრე ოპერაციას დაიწყებდა, ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განეხორციელებინა. ისრაელის მოწოდების საპასუხოდ, "ჰამასმა" ადგილობრივებს უთხრა, რომ არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ისრაელის მიერ ევაკუაციისთვის განკუთვნილი 24 საათის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის მცხოვრებლებს სამხრეთში გადაადგილებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და საევაკუაციო დროც გაახანგრძლივა. 7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა. რაც შეეხება მსხვერპლს, როგორც ისრაელის, ისე ღაზას ტეროტორიაზე დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)