|
2023-10-19 14:01:06, 783 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა - ევერესტი იწყება
„საქართველოს ბანკი“ აქტიურად განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და მოსწავლეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია. მათ, ვისაც ლოგიკური და საინტერესო მათემატიკური ამოცანები აინტერესებთ, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც ევერესტის ოქროს ტურში, ასევე სამტურიან ოლიმპიადაში. ორივე ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე. ოქროს ტური წელს 28-29 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღებას მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები შეძლებენ. ოქროს ტურის ფარგლებში, ბავშვებმა უნდა ამოხსნან 14 ამოცანა, ოლიმპიადის ბოლოს კი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გამოვლინდება. ოქროს ტურზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 25 ოქტომბერს დასრულდება. სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში კი პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას ონლაინ, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 4-5 ნოემბერს ჩატარდება. ფინალური ტური 2-3 დეკემბერს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება. სამტურიან ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაწყებულია და პირველ ნოემბერს დასრულდება. ოქროს ტურისა და სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 24 დეკემბერს გაიმართება. „საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მოსწავლეებისთვის განათლებისა და საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, საინტერესო მათემატიკური ამოცანების მეშვეობით გამოსცადონ საკუთარი თავი და უნარები, შეიმეცნონ უფრო მეტი და განივითარონ ლოგიკური აზროვნება. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)