23:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 13:42:10, 674 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ქალაქ ჰამბურგში ჩატარდა. ღონისძიებას ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობთ, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 10 ქართული კომპანიის ღვინოები; ღონისძიებას იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით ჩატარდა და შედგებოდა ორი ეტაპისგან: მასტერკლასი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.

ჰამბურგში გამართული ღონისძიება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.

გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქ ჰამბურგში გამართული დეგუსტაცია-სემინარის ფორმატის მსგავსი კიდევ ორი ღონისძიება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ფრანკფურტსა და კიოლნში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics