18:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 09:55:26, 915 ნახვა

მსოფლიო
IDF ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

ისრაელი, ღაზას სექტორში, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ, დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

თავდაცვის ძალები (IDF) ვიდეოკადრებთან ერთად ავრცელებს მცირე განცხადებასაც, რომელშიც უთითებს, რომ აფეთქება გამოიწვია რაკეტამ, რომელიც საავადმყოფოს მიმდებარედ, ავტოსადგომზე ჩამოვარდა, თუმცა დარტყმის შედეგად წარმოქმნილი კრატერი არ შეინიშნება.

IDF-ის მტკიცებით, თუ საავადმყოფოს მიმდებარედ ისრაელის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდებოდა, შედეგები სხვაგვარი იქნებოდა - თავდასხმის ადგილიდან კი ჩანს, რომ ზიანი გამოიწვია რაკეტამ, რომელიც "ისლამურმა ჯიჰადმა" გაუშვა.

"გარდა ამისა, ჰოსპიტლის ირგვლივ შენობები არ დაზიანებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ IDF-მ არ დაბომბა ეს ტერიტორია",- აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში მდებარე ალ-აჰლის ბატისტურ საავადმყოფოში აფეთქება 17 ოქტომბერს მოხდა. "ჰამასი" ისრაელს ადანაშაულებს მომხდარში, რომელსაც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics