09:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 21:48:05, 815 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა სერიოზულად გაღრმავდება ახალი ელჩის პირობებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონში“ განუცხადა, სადაც საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი მიღებას მართავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპტიმიზმის ყველანაირი საფუძველი არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ახალ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველაფერი გაკეთდება.

"დავესწარით ამერიკის ელჩის მიღებას, გვქონდა მოკლე საუბარი, შეხვედრა. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან.
გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ახალ ელჩთან შედგეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გაღრმავდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics