23:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 14:29:56, 611 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ, 24 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 5 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო არჩეული 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროკურორი წევრი.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უწყდება უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს წევრს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.

საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის ღია და მისი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics