09:05 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 23:13:35, 579 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც ის ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი რუსეთის მოქალაქე ჰყავდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თავდაცვის მიმართ ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ კრიტიკული შეკითხვებით შემოიფარგლა. მან გამოყო რამდენიმე კრიტიკული კითხვა, მათ შორის, ისაუბრა სალომე სამადაშვილის ბრალდებასა და „გირჩის“ წარმომადგენლების მოთხოვნაზე.

„ფაქტობრივად, არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა დღევანდელ „მინისტრის საათს“. მათ დასვეს კრიტიკული შეკითხვები, რომ ავიღოთ რამდენიმე ყველაზე კრიტიკული შეკითხვა, აქედან გამომდინარეც შეიძლება იმსჯელოს ჩვენმა საზოგადოებამ თუ რა შეკითხვები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას - სალომე სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს ვინმე რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც ის ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე. მეორე, „გირჩის“ კრიტიკა, რომ 50-ლარიანი წვევამდელების ანაზღაურება გავზარდეთ 560 ლარამდე და რატომ არ არის ანაზღაურება 1200 ლარი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულობა უწყებას მეტ მოტივაციას აძლევს, რომ აბსურდული კრიტიკის სივრცეც არ დარჩეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics