13:35 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 15:28:36, 532 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის პროექტი გაზაფხულზე დასრულდება

დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ცენტრში სხვადასხვა ტიპის სივრცეები მოეწყობა.

„დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ვხედავთ, თუ რამხელა მასშტაბია. ამ პროექტით გათვალისწინებულია ყველა სივრცე ვარჯიშისა და დასვენებისთვის. აქ არის კალათბურთის, ფეხბურთისა და საჭიდაო დარბაზები, ტანვარჯიშისა და ტრენაჟორებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები, ორი დიდი აუზი - პატარებისა და ზრდასრულებისთვის. ეს ჩვენი დაპირება იყო. აქვე ფეხბურთის ფედერაციას განხორციელებული აქვს ძალიან კარგი პროექტი - საფეხბურთო ცენტრი, რომელსაც გარკვეული მოწინააღმდეგეები ყავდა, თუმცა ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან კარგი გამოვიდა. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს სივრცე, რომელიც გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება. დარჩენილია წვრილმანი სამუშაოები, რომელიც გაზაფხულამდე დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

დარბაზებისა და აუზების გარდა, ცენტრში ასევე განთავსდება კრივის რინგი, ხმის ჩამწერი სტუდია, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სკოლა, საკონფერენციო დარბაზი და სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ასევე აქვს მიწისქვეშა პარკინგი.

დედაქალაქის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics