09:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 13:35:54, 511 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, „წარმატებები“ მას ამ საქმეში

სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტად, „წარმატებები“ მას ამ საქმეში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ინსტიტუტები მოშლილია“. 

მისი თქმით, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას“, სალომე ზურაბიშვილსაც აღიზიანებს ქვეყნის ყოველგვარი წარმატება და ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„მინდა შეგახსენოთ ჩვენ ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს - მშვიდობას ვინარჩუნებთ უკვე მე-12 წელი დაიწყება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, დეკემბერში სადაცაა ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს ყველაფერი არის სწორედ ინსტიტუტების დამსახურება, იმ ინსტიტუტების დამსახურება, რომლებიც  ასე აღიზიანებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. აქაც არის თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრობას“ შორის. ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას“, მასაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება და ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც მიყვება თავის მხრივ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics