14:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 12:32:57, 519 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი საერთაშორისო სწავლებას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ხელმძღვანელ პირებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სრულმასშტაბიან სწავლებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მიწისძვრის სცენარზე შემუშავებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და მაშველმა ძაღლმა ტინტომ. სწავლებაში, ასევე ჩართულნი იყვნენ საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

"საერთაშორისო სწავლება ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (EU UCPM) საგრანტო პროგრამის HOPE-ის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი, მონაწილე ქვეყნების სამოქალაქო უსაფრთხოების მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics