14:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 12:04:21, 507 ნახვა

საზოგადოება
კახეთში სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც ორგანული სასუქის წარმოება დაიწყო.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა შპს „ბიოვიტამ“ ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის 500,000 აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. კომპანიამ ისარგებლა სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტითა და Usaid-ის სოფლის განვითარების პროგრამის გრანტით. საწარმოში, სადაც 1,000 ტონა სასუქი იწარმოება 5 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ შპს „ბიოვიტა“ ორგანულ სასუქს საქართველოში მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

სოფლის განვითარების სააგენტო პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი და შენახვა რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით ფერმერებისა და მეწარმეების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი სახსრებით.შეღავათიანი აგროკრედიტი აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია საქმიანობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს იქნება ძირითადი თუ საბრუნავი საშუალებების საჭიროება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics