09:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 11:12:45, 608 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს,- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

იოსელიანის თქმით, გადაწყვეტილების დასაბუთებას ჯერ არ გაცნობია.

"სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს, თუმცა გავეცნობი განსხვავებულ აზრსაც, ჯერ არ გავცნობილვარ გადაწყვეტილების მთლიანად დასაბუთებას და მასაც აუცილებლად გავეცნობი და რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუციამ, მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან მისი რევიზია, ასეთი რამ შეუძლებელია",- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics