|
2023-10-16 12:30:14, 613 ნახვა
მსოფლიო
The Times of Israel - 17 ოქტომბერს ისრაელს ოლაფ შოლცი ეწვევა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 17 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმციას The Times of Israel-ი ავრცელებს. The Times of Israel-ის ცნობით, გერმანიის მთავრობის სპიკერს შოლცის გეგმებისა და დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გამოცემის ცნობითვე, გერმანიის კანცლერი ისრაელში რამდენიმე საათი დარჩება, შემდეგ კი ეგვიპტეში გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. 13 ოქტომბერს ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)