|
2023-10-14 14:38:55, 794 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები ნატოს უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ აისახება
ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები არ აისახება ალიანსის უკრაინისადმი მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში და ნატოს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკის გამო, თუმცა ეს გავლენას არ მოახდენს უკრაინის მხარდაჭერაზე. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ხელმძღვანელობით, აქ, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში და ნატოს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ დიახ, ჩვენ შეშფოთებული ვართ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკით. თუმცა ეს არ შეასუსტებს ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს ცხადია, არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. მხოლოდ ბოლო დღეებში ნატოს მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებასთან დაკავშირებით. გერმანიამ განაცხადა საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ, მათ შორის „პეტრიოტის“ თანამედროვე სისტემების, ასევე - აშშ-მა, ბრიტანეთმა და მრავალმა სხვამ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)