22:06 - 29 Apr, 2026
|
2023-10-14 12:10:00, 792 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზას მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს
ისრაელის მოთხოვნას ღაზას მოსახლეობის მიმართ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. როგორც თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის მოწოდება მიუღებელი და "არაადამიანურია", ამასთან ერთად თურქეთი იმედოვნებს, რომ ისრაელი გადაწყვეტილებას შეცვლის. „ღაზის 2.5-მილიონიანი მოსახლეობის იძულება, რომელიც განურჩეველი დაბომბვის ქვეშ იმყოფება და მოკლებულია ელექტროენერგიას, წყალსა და საკვებს, გადასახლდნენ უკიდურესად მცირე ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და არაადამიანურია. ჩვენ ველოდებით, რომ ისრაელი უარს იტყვის ამ სერიოზულ შეცდომაზე და დაუყოვნებლივ დაასრულებს სასტიკ და განურჩეველ ქმედებებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)