22:27 - 29 Apr, 2026
|
2023-10-13 17:52:20, 739 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც „ჰამასის“ ქმედებებს მხარს დაუჭერს
გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც "ჰამასის" ქმედებებს გაამართლებს, დანაშაულებრივ აქტივობებს მხარდაჭერას გამოუცხადებს, დაწვავს ისრაელის დროშებს და ტერორისტული დაჯგუფების სიმბოლოებს გამოიყენებს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შოლცმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრონ ყველას, ვინც "ჰამასს" მხარს დაუჭერს. გერმანიის კანცლერის ეს განცხადება ბერლინიდან გავრცელებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ასახული იყო, როგორ აღნიშნავდნენ ადამიანები ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას. "ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლის ერთგულიცაა ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)