14:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 16:47:13, 580 ნახვა

საზოგადოება
მარიჯანის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სტადიონი გაიხსნა - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

"საქართველოს ბანკი" განაგრძობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კამპანიაში #შენიმოედანი აქტიურადაა ჩართული.

კამპანიის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, რომელიც ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

სპორტული მოედნის რეაბილიტაცია MUGA (Multi Use Games Area) კონცეფციის მიხედვით მოხდა, რაც თანამედროვე და მაღალი ხარისხის სპორტული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ე.წ. „დარბილებული“ სპორტული მოედანი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, ითამაშოს მისთვის საყვარელი სპორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილ გარემოში.

კამპანია ქ. თბილისის საკრებულოს, კომპანია "რენიუ ჰოლდინგის" და აიპ "მომავლის კალათბურთის" ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

„საქართველოს ბანკი" აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა კიდეც თბილისის საკრებულოსა და "საქართველოს ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ეს არის  სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის  ძალიან კარგი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონის გახსნაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, სადაც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა ექნება, დაკავდეს მისთვის სასურველი სპორტის სახეობით - იქნება ეს კალათბურთი, ფეხბურთი თუ ჩოგბურთი, და ხელი შეუწყოს საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას“, - აღნიშნავს თორნიკე კუპრაშვილი, კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics