10:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 15:05:18, 694 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე დანიგენზე - იმედი მაქვს, ახალი ელჩი შეცვლის იმ აღქმებს, რომელიც საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება და ა.შ.

კელი დეგნანი არ იყო აშშ, არც მისი წინამორბედი იან კელი არ იყო აშშ. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და რა თქმა უნდა, ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE" შეკითხვას იმის შესახებ, რომ კელი დეგნანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ოპონენტების მხრიდან აღქმული იყო, როგორც "ქართული ოცნების" მიერ აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ "ახალი ელჩი საზოგადოებაში არსებულ აღქმებს რადიკალურად შეცვლის".

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის რომელიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრას და აღნიშნულ თემებზე საუბარს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან ამ თემაზე სრული ღიაობა არსებობს.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, მთლიანად ჩვენი გუნდის მხრიდან არის სრული ღიაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან კონსულტაციები, შეხვედრები, პარტნიორობა - ამ კუთხით, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics