10:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 14:48:46, 664 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როცა ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის, ეს დეგრადაციაზე მეტყველებს - თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია

როცა ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის, ეს დეგრადაციაზე მეტყველებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. 

როგორც კობახიძე აღნიშნავს, "თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია". 

„სხვადასხვა ფლანგია, ერთ-ერთი ფლანგია, რომელმაც დღეს სააკაშვილის მავზოლეუმი გახსნა, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ უწოდა. როცა ასეთ რაღაცებს აკეთებ, ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის და ა.შ. ეს დეგრადაციაზე მეტყველებს და არ ვიცი, ასეთი პროცესებით როგორ უნდა მიაღწიონ რამე შედეგს არჩევნებზე - ეს, ბუნებრივია, შეუძლებელია. რაც კარგია, ჩვენთვის ეს კარგია სუბიექტურად და რაც მთავარია, ქვეყნისთვის არის კარგი, რომ ასე ვითარდება ეს პროცესები. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება პროცესები არჩევნებამდე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს, რომ ეს არასწორი პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საბოლოო ჯამში დაკარგავს ბოლომდე თავის ნეგატიურ როლს, რომელსაც ასრულებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. მოკლედ, კარგი მიმართულებით მიდის ეს პროცესები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics