|
2023-10-13 09:39:38, 623 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი მოუწოდებს გაეროს, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განახორციელოს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) შეატყობინეს გაეროს, რომ 24 საათის განმავლობაში, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს. როგორც CNN იტყობინება, ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. დუჟარიკის თქმით, გაფრთხილება ასევე ეხებოდათ გაეროს თანამშრომლებსა და ორგანიზაციის დაწესებულებებში თავშეფარებულებს. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი მოძრაობა განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე... გაერო მტკიცედ მოუწოდებს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ის, რაც შეიძლება გარდაიქმნას ტრაგედიიდან კატასტროფულ სიტუაციად“,- ამბობს დუჟარიკი. ცნობისთვის, უცხოური მედია იტყობინება, რომ არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს და მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ თავდაცვის ძალების გაფრთხილებაც სწორედ ამას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)