|
2023-10-12 16:37:44, 685 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - „ჰამასი“ განადგურდება, როგორც ISIS
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებულ შტატებს "ისრაელის მიმართ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის" მადლობას უხდის. როგორც ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბლინკენის ვიზიტი „აშშ-ის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითია ისრაელისთვის“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, "ჰამასი" ISIS-ია და უნდა განადგურდეს. „ჰამასი" არის "ისლამური სახელმწიფო" და როგორც ISIS გაანადგურეს, ასევე განადგურდება "ჰამასი". არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაიფაროს ისინი. ისინი, ვინც ამას გააკეთებენ, უნდა დასანქცირდნენ",- თქვა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, ერთობლივ პრესკონფერენციამდე ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირისპირ შეხვედრა გამართეს. ბლინკენი ისრაელს დღეს, 12 ოქტომბერს ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)