10:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 16:32:14, 808 ნახვა

პოლიტიკა
ისრაელის ელჩი - „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ცივილიზებულ სამყაროს სჯერა

პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, "რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა".

მისივე თქმით, „ჰამასი“ არის "არაადამიანური, ტერორისტული ორგანიზაცია", რომელიც საქართველომ უნდა დაგმოს. 

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრ ადგილას, თბილისში, ბათუმში განათებული იყო შენობები ებრაული დროშით. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ იმისთვის, რასაც აკეთებს. ეს არის არაადამიანური, ტერორისტული ორგანიზაცია. ის არის „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ორგანიზაცია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, გამოხატოს მისი ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ტყვედ არიან ჩავარდნილები“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics