|
2023-10-12 13:20:14, 1040 ნახვა
პოლიტიკა
mona.ge - „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს
პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ახალი პლატფორმის Mona.ge-ს პრეზენტაცია გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს. პარტიის ცნობით, ინიციატივის მიზნებია: "საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება; მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის როგორც ხალხის, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში, სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით, იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში; ასევე ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა". პარტიის ინფორმაციითვე, ის, თუ ვინ მოხვდება საიტზე, სპეციალური საბჭო გადაწყვეტს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციებისგან იქნება დაკომპლექტებული. „საქართველოში დღეს ჩამოყალიბებული რუსული მმართველობის სისტემა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ეყრდნობა ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან იძულების გამო დააორგანიზონ ან მონაწილეობა მიიღონ ისეთ ქმედებებში როგორებიცაა:
ასეთ ადამიანებზე დგას სისტემა. ძალადობა, შანტაჟი, მოსყიდვა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება - ასე ხდება ძალაუფლებისთვის საჭირო საარჩევნო ხმების მობილიზება. ეს ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ასრულებენ, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, უშუალო მონაწილეობას იღებენ ამ ყველაფერში და აგრძელებენ ყოველდღიურ რეჟიმში იმავეს კეთებას მინიმალური დისკომფორტის გარეშე. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებში, როგორებიცაა სუს-ი, პოლიცია, პროკურატურა, ან ადგილობრივი თვითმმართველობები, დასაქმებული ადამიანების მხილებას, თუკი ისინი ჩართულნი არიან რუსული რეჟიმის სამსახურში. ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ ჟურნალისტებისა თუ მედიამფლობელების სახელებიც, რომლებიც ეწევიან ძალადობის წახალისებას უმცირესობების ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ჩართულნი არიან ანტიდასავლურ კამპანიაში. ვინ არის პროექტის სამიზნე: ა) სუს-ის ყველა თანამშრომელი; ბ) პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ბრძანებას გასცემენ ან მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ან რუსული გავლენის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებაში, ცემაში, ცრუ ჩვენებების მიცემაში; გ) ყველა ვინც მონაწილეობას იღებს რუსული რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში; დ) პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გ) პუნქტში აღწერილ პროცესში; ე) მოსამართლეები, რომლებიც ასრულებენ რუსული რეჟიმის დაკვეთებს გ) პუნქტში აღწერილ პროცესში; ვ) მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორები, ხელმძღვანელები, წევრები, რომლებსაც რუსული რეჟიმი იყენებს პოლიტიკური ოპონენტების თუ სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ; ზ) ბოტების სისტემის უკან მდგომი ორგანიზატორები, ხელმძღვანელები და ცალკეული ინდივიდები რომლებიც ასრულებენ ბოტების ფუნქციას; თ) საჯარო სტრუქტურების, სსიპ/ააიპ-ების, სახელმწიფო სტრუქტურების ის თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ სოც. ქსელებში ბოტების ფუნქციას, თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს, ჩართული არიან ანტი-დასავლურ კამპანიაში, ახალისებენ ძალადობას და მონაწილეობას იღებენ მასში; ი) ნებისმიერი ,,ექსპერტი’’, "ჟურნალისტი", მედია მფლობელი ან მედიის მმართველი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ანტი-დასავლურ კამპანიაში ან ახალისებს ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ; კ) ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში და იქიდან არის ჩართული ანტი-დასავლურ კამპანიაში, აფინანსებს ან ახალისებს ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ; ლ) "ბიზნესის" მფლობელები, რომლებიც კორუფციული გზებით იგებენ ტენდერებს და შემდეგ ფულის ნაწილს აბრუნებენ ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში; მ) სასულიერო პირები რომლებიც ახალისებენ ძალადობას სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და/ან ჩართული არიან ანტიდასავლურ კამპანიაში. რას ითვალისწინებს პროექტი: 1. გაშვებულია სპეციალური ვებგვერდი (www.mona.ge ), ორ ენაზე (ქართული, ინგლისური), სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მხილებული ადამიანების შესახებ ინფორმაციის განთავსება; 2. გაშვებულია ვებგვერდის შესაბამისი "ფეისბუქ-გვერდი", სადაც განთავსდება იგივე ინფორმაცია; 3. შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს კონკრეტული პირების მხილების შესახებ; 4. ყოველკვირეულ რეჟიმში, სპეციალურ ბრიფინგზე მოხდება ამ ადამიანების ვინაობებისა და მათი საქმიანობის გასაჯაროება; 5. მხილებული ადამიანების სია ყოველთვიურ რეჟიმში გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს; 6. იგივე სია, ყოველთვიურ რეჟიმში, გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებს",- აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)