16:07 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 10:02:27, 898 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა

"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკის და მარკეტერის  პარტნიორობით გამოცემული წიგნის - „ბიზნესისტორიები საქართველოდან“  - პრეზენტაცია 11 ოქტომბერს გაიმართა.

„ბიზნესისტორიები საქართველოდან“ საქართველოს ბიზნესის ისტორიას ყვება. ამ წიგნში საქართველოში მოღვაწე მეწარმეების შესახებ ისტორიებია თავმოყრილი, მათ შორის: ძმები ზუბალაშვილების, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი ქართველიშვილის, მიქაელ არამიანცის, მიტროფანე ლაღიძის, აკაკი ხოშტარიას, მელიქ აზარიანცის, გივი ზალდასტანიშვილის და სხვათა ისტორიები.

აღსანიშნავია, რომ წიგნის შეძენა „ერთი ერთისთვის“ პრინციპით არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთ წიგნს შეიძენთ, მეორე წიგნი  საჩუქრად გაეგზავნებათ იმ სკოლებსა და  ბავშვებს, ვისაც  ის ძალიან გამოადგება.

„საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი მთავარი ღირებულება განათლებაა. მოხარული ვარ, რომ მარკეტერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი გამოვეცით ქართული ბიზნესის ისტორიის შესახებ. ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ წიგნი „ერთი- ერთისთვის“ პრინციპით გაიყიდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლების ამაღლებას. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

წიგნის შეძენა შესაძლებელია ონალინ. შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics