|
2023-10-11 14:44:55, 930 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლენკო - „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა
ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს. ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელი დიპლომატები, ისრაელის სამართალდამცავებთან ერთად, 6 დაკარგული უკრაინელის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ. "სამწუხაროდ, დადასტურებულია ინფორმაცია კიდევ 1 უკრაინელის გარდაცვალების შესახებ. ამრიგად, უკრაინის მოქალაქეებს შორის დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 ადამიანია. დაშავდა 9 ჩვენი მოქალაქე. კიდევ 6 უკრაინელი დაკარგულად ითვლება, რომლებსაც უკრაინელი დიპლომატები ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ეძებენ. ამჟამად 700-მდე უკრაინელი ვერ ტოვებს ისრაელს გაუქმებული ფრენების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის აპარატი და საელჩო ისრაელში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად",- წერს ნიკოლენკო. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)