16:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 13:27:41, 959 ნახვა

სამართალი
მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა. საქალაქო სასამართლოში სარჩელი მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ უკვე შეიტანა. 

კორძაძის თქმით, "კობახიძემ ხაზარაძის მიმართ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ის წინა ხელისუფლების დროს არსებულ რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა".

"ჩვენთან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბატონი ირაკლი კობახიძისაგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან თითქოს ფულის გათეთრებაზე, ახლა რეკეტში მონაწილეობის ბრალდებები, ამიტომ ჩვენ მივყვებით სასამართლოს გზით ამ ყველაფერს და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს",- განაცხადა ზვიად კორძაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics