|
2023-10-11 12:45:24, 778 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთა, შერეფ მალქოჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, საქართველოს სტუმრობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სოფიო კილაძე. "დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენი ბავშვთა უფლებების საკითხებში და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატს. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და აღნიშნეს, რომ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ორმხრივ ფორმატებში მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)